ვაკანსიები
ჩვენ შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
ჩვენ შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ბათუმი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
უმცროსი მარკეტინგის მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-02 - 2026-11-02
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე:VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. სამუშაო განაკვეთი: სრული.სამუშაო საათები: 10:00-19:00.სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 კომპანიის ვებგვერდი: https://vr.geძირითადი მოვალეობები:• კომპანიის ციფრულ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესში მონაწილეობა;• სოციალური მედიისა და სხვა ციფრული არხებისთვის კონტენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და განთავსება;• მარკეტინგული კამპანიებისა და სარეკლამო აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;• ფოტო, ვიდეო და სხვა საიმიჯო კონტენტის შექმნის პროცესის მხარდაჭერა;• გადაღებებისთვის საჭირო ლოკაციების, რეკვიზიტებისა და სხვა რესურსების მოძიებასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;• მარკეტინგული მასალების მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;• კომპანიის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესში ჩართულობა;• მარკეტინგის გუნდის მიმდინარე პროექტებისა და სხვა სამუშაო პროცესების მხარდაჭერა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში; • მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; • სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა; • MS Office-ის პროგრამების ცოდნა; • კარგი საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები; • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი; • გამართული წერითი უნარები; • ინგლისური ენის ცოდნა.პიროვნული უნარები:• კომუნიკაბელურობა;• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;• ორგანიზებულობა;• კრეატიული აზროვნება;• ინიციატივიანობა;• გუნდური მუშაობის უნარი;• დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;• სწრაფად სწავლისა და განვითარების სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 ნოემბერი.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.გისურვებთ წარმატებას!
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
ვადა: 2026-09-29 - 2026-10-29
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის -CRM პოზიციაზე:VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. სამუშაო განაკვეთი: სრული.სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 კომპანიის ვებგვერდი: https://vr.geძირითადი მოვალეობები:მაცხოვრებლისთვის ბინის გასაღების ჩაბარება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;მაცხოვრებლის მოთხოვნით მიმდინარე პროექტში ვიზიტის დაგეგმვა;მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარება;მაცხოვრებლებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული შეტყობინებების მიღება, მათზე დროული პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებთან ყოველთვიური მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა;მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებისგან მიღებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება და შესრულების მონიტორინგი;მაცხოვრებლების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა;მაცხოვრებლებისგან მიღებული კორესპონდენციის მართვა;უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (წერითი; ვერბალური);მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.პიროვნული უნარები:კომუნიკაბელურობა;დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა” .ვაკანსიის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-28 - 2026-10-28
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. სამუშაო განაკვეთი: სრული.ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 კომპანიის ვებგვერდი: https://vr.geსამუშაო საათები: 10:00-19:00ძირითადი მოვალეობები:• პროექტის სრული ციკლის მართვა და კოორდინაცია — დაგეგმვიდან ობიექტის დასრულებასა და ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე;• პროექტის დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;• პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და სამუშაოების მოცულობის კონტროლი;• პროექტის გუნდის მართვა და ჩართული საპროექტო, სამშენებლო და სხვა გუნდების საქმიანობის კოორდინაცია;• შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და პროექტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი;• ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და პრევენციის უზრუნველყოფა;• კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის კოორდინაცია;• სატენდერო და შესყიდვების პროცესებში მონაწილეობა;• პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო-სარემონტო, ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მართვა;• პროექტის მიმდინარეობის, პროგრესისა და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;• პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და მათი მართვა;• ობიექტზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;• სამშენებლო ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესში მონაწილეობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის ან შესაბამისი მიმართულებით;• მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერული პროექტების მართვის მიმართულებით;• სამშენებლო პროექტის სრული ციკლის მართვის გამოცდილება;• სამშენებლო პროცესებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა;• ბიუჯეტის, ვადებისა და სამუშაოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება;• კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და საპროექტო გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;• ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;• MS Office-ისა და Archicad-ის კარგი ცოდნა;• ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.პიროვნული უნარები• ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარი;• დეტალებზე ორიენტირებულობა;• გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების უნარი;• ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ოქტომბერი.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.გისურვებთ წარმატებას!
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ბათუმი
გაფილტვრა
განულება