VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას აპარტამენტების დიასახლისის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო დრო: 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: გრიგოლ ვოლსკის 7.
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
• რესორტის ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში არსებული აპარტამენტების სრული დასუფთავება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
• აპარტამენტების მომზადება სტუმრების მიღებამდე და სტუმრის გამგზავრების შემდეგ;
• საძინებლის, სამზარეულოსა და სველი წერტილების ხარისხიანი დასუფთავება;
• თეთრეულის, პირსახოცებისა და ჰიგიენური ნივთების შეცვლა/შევსება/მოწესრიგება;
• ავეჯის, ტექნიკისა და ინტერიერის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
• გამოყენებული ინვენტარისა და დასუფთავების საშუალებების სწორად გამოყენება და მოვლა;
• ბინებში არსებული დაზიანებების ან ტექნიკური ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
• სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
• საჭიროების შემთხვევაში, ბინების ინვენტარისა და მარაგების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროში, აპარტამენტებში ან გაქირავების ობიექტებზე);
• დასუფთავების წესებისა და ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მოწესრიგებულობა და სისუფთავეზე ორიენტირებულობა;
• პუნქტუალურობა;
• შრომისმოყვარეობა;
• გუნდში მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 აგვისტო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!