საცხოვრებელი კომპლექსის სერვისის მენეჯერი
15-05-2026 - 15-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 

VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე:

VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის.  ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც  რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს. კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. 

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე;
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00;
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge;

ძირითადი მოვალეობები:

• კომპლექსის ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი, ხარვეზების აღწერა, სხვადასხვა სახის გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების ორგანიზება, მართვა და პირადი ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში;
• კომპლექსის ინფრასტუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• დასუფთავების სამსახურის, აუზების მომვლელების, გამწვანების სამსახურისა და დეპარტამენტში შემავალი სხვადასხვა ტექნიკური პერსონალის სამუშაოს ზედამხედველობა და თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
• საჯინიბოს ზედამხედველობა და თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
• საჭიროების შემთხვევაში დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება;
• სახანძრო სისტემის, წყლის ტუმბოებისა და ავზების, ლიფტების, საბარათე სისტემის, გენერატორისა  და სხვა ტექნიკური ობიექტების მოვლა-პატრონობისთვის დაკონტრაქტებულ კომპანიებთან ან შესაბამისი მიმართულების საკომუნიკაციო პირებთან კოორდინირებული მუშაობა;
• კომპლექსში შესრულებული სამუშაოებისთვის შესასყიდი მასალების შეკვეთის განხორციელება;
• შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი ყოველი კვირის ბოლოს უშუალო ხელმძღვანელთან;
• კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
• გუნდურად მუშაობუს უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “ გაგზავნა“.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ  შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!