VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00-18:00.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს- 10:00 დან 15:00 მდე
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
• პროექტის სრული ციკლის მართვა - დაგეგმვიდან პროექტის დასრულებამდე (პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა);
• სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების პროცესში მონაწილეობა;
• სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი პროექტის დოკუმენტაციისა და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;
• სამუშაოების პროგრესის მონიტორინგი და დაგეგმილ პროგრესთან შედარება;
• პროექტში ჩართული ყველა მხარის კოორდინაცია - დამკვეთი, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ქვეკონტრაქტორები, მომწოდებლები და სხვა მონაწილეები;
• არქიტექტურული, კონსტრუქციული, MEP და სხვა საპროექტო მიმართულებების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
• პროექტის ფარგლებში წარმოშობილი ტექნიკური, ორგანიზაციული და კომერციული საკითხების იდენტიფიცირება და დროული გადაწყვეტის კოორდინაცია;
• პროექტის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
• ცვლილებების (Variations / Change Orders) კონტროლი და მათი გავლენის შეფასება ვადებსა და ბიუჯეტზე;
• BOQ-ის, კონტრაქტების, შესრულებული სამუშაოების, გადახდებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის კონტროლი;
• პროექტის დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და სტატუს-რეპორტების მომზადებისა და წარმოების ორგანიზება;
• სამშენებლო ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესში მონაწილეობა (პროექტის ეტაპების დროულად და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დასრულების უზრუნველყოფა);
• ობიექტზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
• პროექტის მენეჯმენტთან/დირექციასთან პროექტის მიმდინარეობის, პრობლემებისა და ძირითადი რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.
• კომპანიის მენეჯმენტის მიერ კომპეტენციის ფარგლებში პოზიციასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამშენებლო/სამოქალაქო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
• სამშენებლო პროექტების მართვის ან ტექნიკური ხელმძღვანელობის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
• საცხოვრებელი ან სხვა მასშტაბური სამშენებლო პროექტის სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
• სამშენებლო პროცესების, საპროექტო დოკუმენტაციისა და არქიტექტურული, კონსტრუქციული და MEP მიმართულებების ცოდნა;
• ბიუჯეტის, ვადების, BOQ-ისა და შესრულებული სამუშაოების კონტროლის გამოცდილება;
• კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან კოორდინაციის უნარი;
• AutoCAD-ის, Archicad-ისა და MS Office-ის კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარები
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
• ლიდერული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
• გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 26 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!