VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას MEP -საინჟინრო ქსელების ინჟინრის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
• სამშენებლო პროექტებში MEP სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი.
• საცხოვრებელი კომპლექსის საინჟინრო სისტემების (ელექტრო, წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, გათბობა/გაგრილება) მონტაჟის, ექსპლუატაციისა და მოვლის კოორდინაცია.
• საინჟინრო ქსელების პროექტების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
• შესრულებული სამუშაოების ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი.
• სამშენებლო, ტექნიკური და სარემონტო ბრიგადებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კოორდინაცია.
• ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრის პროცესის ორგანიზება.
• ინვენტარის, მასალებისა და ტექნიკის მოხმარების კონტროლი.
• უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა.
• პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
• საპროექტო ჯგუფის (კომპანიის) შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
• საინჟინრო სისტემების პროექტირების ზედამხედველობა;
• სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
• ოპტიმალური ტექნიკური დავალების შედგენა;
• საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო დანადგარების და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის შერჩევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება საინჟინრო, ელექტრო, მექანიკური ან დაკავშირებულ სფეროში.
• მინიმუმ 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება: MEP მენეჯერის, უფროსი ინჟინრის ან ანალოგიურ პოზიციაზე.
• საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა.
• პროექტის მართვის უნარები და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.
• AutoCAD-ისა და MS Office პროგრამების ცოდნა.
• დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ლიდერული უნარები.
• ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
• გამორჩეული ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
• პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
• კომუნიკაბელურობა და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
• გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციებში.
• დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 აგვისტო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!