VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
სამუშაო საათები: 09:00 - 17:00
კვირაში 5 სამუშაო დღე; ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
მარტივი სამებაღეო საქმიანობა :
• მორწყვა;
• გაზონის გაკრეჭვა;
• შეწამვლა;
• გამარგვლა;
• მცენარეების შემობარვა.
ხელფასი: 1300 ლარი (ნეტ).
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
დამატებით სამებაღეო საქმიანობას შევასწავლით ადგილზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არა სავალდებულო.
პიროვნული უნარები:
• აუცილებელია ინტერესი და სწავლა-განვითარების მოტივაცია სამებაღეო საქმიანობის მიმართულებით;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• სამუშაო პროცესში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ორგანიზების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს “ გაგზავნა“.
ვაკანსიის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის,
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!