პროექტის მენეჯერი
05-06-2026 - 05-07-2026

VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის.  ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც  რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. 

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
სამუშაო საათები: 10:00-19:00


ძირითადი მოვალეობები:

• საცხოვრებელი კომპლექსებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობისა და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში უშუალო მონაწილეობა;
• ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა, შეფასება და დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
• საინჟინრო სისტემების, ტექნიკური მოწყობილობებისა და საერთო სივრცეების მონიტორინგი და ინსპექტირება;
• დასრულებული სამშენებლო ობიექტების ტექნიკური შეფასება, დეფექტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესის მართვა;
• მომსახურების მომწოდებლების, ტექნიკური შემსრულებლებისა და ქვეკონტრაქტორების მოძიება და კოორდინაცია;
• შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი ტექნიკურ 
ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაციით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური, სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით;
• ტექნიკური მართვის, სამშენებლო, სარემონტო ან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად:
• საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel,) ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარები

• ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების უნარი;
• ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”. 
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 05 ივლისი.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ  შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<