მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
17-07-2026 - 17-08-2026

VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის -CRM პოზიციაზე:


VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის.  ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც  რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. 

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7 
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

  • მაცხოვრებლისთვის ბინის გასაღების ჩაბარება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • მაცხოვრებლის მოთხოვნით მიმდინარე პროექტში ვიზიტის დაგეგმვა;
  • მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარება;
  • მაცხოვრებლებისგან შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული შეტყობინებების მიღება, მათზე დროული პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
  • დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებთან ყოველთვიური მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებისგან მიღებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება და შესრულების მონიტორინგი;
  • მაცხოვრებლების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა;
  • მაცხოვრებლებისგან მიღებული კორესპონდენციის მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (წერითი; ვერბალური);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა” .ვაკანსიის ბოლო ვადაა 2026 წლის 17 აგვისტო.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!