VR HOLDING აცხადებს სეზონურ ვაკანსიას აუზის სივრცის ადმინისტრატორის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანია კრწანისი რესორტ რეზიდენსი, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
ვაკანსიის ტიპი: სეზონური დასაქმება (მაისიდან-ნოემბრამდე)
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ადგილმდებარეობა: გრიგოლ ვოლსკის ქ. N7
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე;
შესვენება: 1 საათი;
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
· აუზის სივრცეში არსებული სტანდარტების შესაბამისად ვიზიტორთა მიღება და მომსახურება;
· ვიზიტორთა დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
· მოსულ ვიზიტორთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მაცხოვრებელთა ბაზაში და ფასებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
· შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
· ვიზიტორთა სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების შესრულება;
· აუზის სივრცეში წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
· უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების (MS Office Word, Excel) ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარები:
· კომუნიკაბელურობა;
· დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “ გაგზავნა“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 ივნისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!